ნიკოლოზ ბასილაშვილი "სოფია ოუფენის" ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჩოგბურთელ ვაჟთა დიდ საერთაშორისო ტურნირში წარმატებით აგრძელებს გამოსვლას ნიკოლოზ ბასილაშვილი.

24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 87-ეა, 10 თებერვალს გამართულ 1/4-ფინალურ შეხვედრაში 36-ე ადგილზე მყოფ, 27 წლის მარტინ კლიჟანს სამ სეტში მოუგო - 0:6, 6:3, 6:3 და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. იქ ბასილაშვილს მეტოქედ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი (13) ეყოლება. მატჩი 11 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ბასილაშვილმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დომინიკ ტიმს მოუგო - 6:4, 6:4.

-sakheobebi/chogburthi/101068-nikoloz-basilashvilma-msoflio-reitingis-merve-chogburtheli-daamarckha.html" target="_blank">- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი დაამარცხა
- ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება ATP-ის მერვე ნომერთან [VIDEO]

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდი,მიაწექი ბოლომდე,ნიკოლოზ!!!
dima
12:02 11-02-2017
0
ვააა, მაგარი ხარ, ძმაო. ტურნირი უნდა მოიგო!
mamuka09ze
11:04 11-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული