დევისის თასი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანა

AutoSharing Option
3 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ფინელი ეერო ვასა დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პირველი სეტი ფინელის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო შემდეგ სამი სეტი უკვე ბასილაშვილმა მოიგო - 2:6, 6:1, 6:4, 6:1.

აქვე გეტყვით, რომ ეერო ვასა ATP-ის რეიტინგში 1112-ე ადგილს იკავებს, ხოლო ქართველი ჩოგბურთელი 89-ე პოზიციაზეა.

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შემდეგი შეხვედრა გიორგი ცივაძესა (819) და პატრიკ ნიკლას სალმინენის (745) შორის გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული