დევისის თასი. საქართველო-ფინეთის კენჭისყრის შედეგები ცნობილია

AutoSharing Option
2 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს დარბაზში ჩოგბურთში დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა. დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის 3-5 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ფინეთის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდების კენჭისყრა შედგა. ღონისძიებას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი, ოქროს ბეჭდის მფლობელი რეფერი დენის პარნელი უძღვებოდა.

3 თებერვალი - 12:45 საათი
4 თებერვალი - 15:00 საათი
5 თებერვალი - 13:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

გუნდების შემადგენლობა. საქართველოს ნაკრები:
ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, ზურა ტყემალაძე, ვაჟა შუბლაძე, დავით კვერნაძე (კ).

გუნდების შემადგენლობა. ფინეთის ნაკრები: პატრიკ ნიკლას-სალმინენი, ეერო ვასა, ემილ რუუსუვუორი, ჰარი ჰელიოვაარა, კიმ ტიილიკაინენი (კ).

კენჭისყრის შედეგად დაპირისპირებული მეტოქეები:

1-ლი დღე (ერთეულები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ეერო ვასა
გიორგი ცივაძე - პატრიკ ნიკლას სალმინენი
მე-2 დღე ( წყვილები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი/გიორგი ცივაძე - ჰარი ჰელიოვაარა/ემილ რუუსუვუორი
მე-3 დღე (ერთეულები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი - პატრიკ ნიკლას სალმინენი
გიორგი ცივაძე - ეერო ვასა

გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში აღსაზევებლად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით