დევისის თასი. საქართველო-ფინეთის კენჭისყრის შედეგები ცნობილია

AutoSharing Option
2 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს დარბაზში ჩოგბურთში დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა. დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის 3-5 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ფინეთის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდების კენჭისყრა შედგა. ღონისძიებას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი, ოქროს ბეჭდის მფლობელი რეფერი დენის პარნელი უძღვებოდა.

3 თებერვალი - 12:45 საათი
4 თებერვალი - 15:00 საათი
5 თებერვალი - 13:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

გუნდების შემადგენლობა. საქართველოს ნაკრები:
ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, ზურა ტყემალაძე, ვაჟა შუბლაძე, დავით კვერნაძე (კ).

გუნდების შემადგენლობა. ფინეთის ნაკრები: პატრიკ ნიკლას-სალმინენი, ეერო ვასა, ემილ რუუსუვუორი, ჰარი ჰელიოვაარა, კიმ ტიილიკაინენი (კ).

კენჭისყრის შედეგად დაპირისპირებული მეტოქეები:

1-ლი დღე (ერთეულები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ეერო ვასა
გიორგი ცივაძე - პატრიკ ნიკლას სალმინენი
მე-2 დღე ( წყვილები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი/გიორგი ცივაძე - ჰარი ჰელიოვაარა/ემილ რუუსუვუორი
მე-3 დღე (ერთეულები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი - პატრიკ ნიკლას სალმინენი
გიორგი ცივაძე - ეერო ვასა

გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში აღსაზევებლად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ იცით, აშუქებს რომელიმე ტელეარხი?
ნათია
16:43 02-02-2017
0
ესენი ვინ არიან? ჩოგბურთში ესეთი ხალხი არ არსებობს. ამ ხოკეისტებს თუ მოთხილამურეებს თუ ვერ მოუგებთ საერთოდ უნდა აიკრძალოს ჩოგბურთი საქართველოში. მეგონა კონტინენს ჩამოიყვანდნენ წყვილებისთვის და ესენი სად დაიჭირეს ვინეები არიან.
.........
16:28 02-02-2017
0

სიახლეები პოპულარული