ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ერთეულებში, ეკატერინე გორგოძე წყვილებში

AutoSharing Option
23 იანვარს საფრანგეთის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 60.000 დოლარი) წყვილთა პაექრობები გაიმართა.

ეკატერინე გორგოძისა და აკგულ ამანმურადოვას (უზბეკეთი) დუეტმა სტარტზე მანონ არკანგოლსა (საფრანგეთი) და ამრა სადიკოვიჩს (შვეიცარია) სძლია - 6:3, 7:6 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მეორე ნომრად განთესილ ანა კალინსკაიასა (რუსეთი) და ლიძია მაროზავას (ბელორუსი) შეხვდება.

რუსულ-ბელორუსულმა ტანდემმა ამერიკელები - ემინა ბეკტასი და რონით იუროვსკი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 5:7, 10:6.

სოფიო შაფათავა რუს ანგელინა გაბუევასთან იყო შეამხანაგებული. პირველ წრეში ამ წყვილმა ქვირონ ლემოინსა (ჰოლანდია) და კორნელია ლისტერთან
(შვედეთი) ვერაფერი გააწყო - 1:6, 2:6 წააგო, თუმცა ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი ტურნირს არ დამშვიდობებია, რადგან დღეს ერთეულებში მესამე ნომრად განთესილ ანეტ კონტავეტს (ესტონეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წარმატების შემთხვევაში მერვედფინალში კატენკა იონ დეიჩმანსა (ლიხტენშტეინი) და ჟასმინ პაოლინის (იტალია) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ეკარტერინე გორგოძემ კი ერთეულთა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა, სადაც ჰოლანდიელ ბიბინე შოოფსთან დამარცხდა - 4:6, 7:5, 2:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული