ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი ქართველი ითამაშებს

AutoSharing Option
მწვანე კონტინენტზე დღეს, 16 იანვარს დაიწყო ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა ავსტრალიის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელიც ჩაებმება.

მელბურნის კორტებზე 17 იანვარს დილით (ჩვენი დროით 4 საათზე) ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 94-ე). იგი სტარტზე გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს (32-ე) დაუპირისპირდება.

მეტოქეები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. წარმატების შემთხვევაში მეორე წრეში ტომას ფაბიანოსა (იტალია, 143-ე) და დონალდ იონგს (აშშ, 87-ე) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა წყვილებში ითამაშებს. იგი სერბ ალექსანდრა კრუნიჩთანაა (52-ე) შეამხანაგებული. ქართულ-სერბული დუეტი პირველ წრეში გაბრიელა დაბროვსკისა (კანადა, 35-ე) და მიხაელა
კრაიჩეკს (ჰოლანდია, 89-ე) შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული