საქართველო VS სლოვაკეთი - ბრძოლა XIII ადგილისთვის

AutoSharing Option
დღეს, 22 იანვარს, საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს.

სერბეთის დედაქალაქში მე-13 ადგილისთვის შეხვედრა თბილისის დროით 13:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "მეორე არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა, რომელიც კონტინენტის პირველობების დასკვნით ეტაპში მეორედ მონაწილეობს, პირველი გამარჯვება იზეიმა - იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა თურქეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს - 12:11.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი წყალბურთში ხვალ, 23 იანვარს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული