საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა

AutoSharing Option
19 იანვარს საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, IX-XVI ადგილებისთვის მატჩი ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დამარცხდა - 15:16.

შეხვედრის სათამაშო დრო კი ფრედ, ანგარიშით 9:9 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე ქართველმა წყალბურთელებმა ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს.

ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი დამირ ცრეპულიას ჰქონდა, რომელმაც თამაშიდან 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი, თუმცა პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა სწორედ მას გაუცუდდა. თამაშიდან ორი გოლი მარკო ელაჩას ანგარიშზეა, თითოჯერ კი კოტე გეგელაშვილმა, მარკო ელეზიმ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს.

მომდევნო მატჩს
ქართველი წყალბურთელები 21 იანვარს, თურქეთის წინააღმდეგ, XIII-XVI ადგილებისთვის ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული