საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანიასთან დასანანი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
13 იანვარს, საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 9:11 (3:1, 3:4, 2:3, 1:3) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს პირველი ტაიმი მოუგეს (6:5), თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს.

იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის მიერ გაწვრთნილ გუნდში გატანილი გოლებით მარკო ელეზი (3), დამირ ცრეპულია (3), ზურაბ რურუა (2) და მარკო ელაჩა გამოირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პირველი მატჩი ქართველმა წყალბურთელებმა რუმინეთთან 6:12 დათმეს, С ჯგუფში ბოლო მატჩს კი
იტალიასთან, 15 იანვარს გამართავენ, რის შემდეგაც ბრძოლას მე-9-მე-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Mაინტერესებს ტურკეტსჰი ვის მოუგეს ...
მესამე სასტსავს... არ ვარ ცასაპრებული მაგრამ როცა ცერტ რამეს დაცერეტ სცორატ

პატივისცემიტ
nugzari
16:11 13-01-2016
0

სიახლეები პოპულარული