საქართველო VS გერმანია - გამოცდა ალემანებთან

AutoSharing Option
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გრძელდება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 32-ე ჩემპიონატი 16 ნაკრების მონაწილეობით.

C ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა - 6:12 (1:2, 3:2, 1:5, 1:3). ამავე ჯგუფში ასპარეზობის ერთ-ერთმა ფავორიტმა იტალიამ გერმანიას მოუგო - 16:5 (2:0, 6:1, 4:3, 4:1).

დღეს, 13 იანვარს, ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო სწორედ გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 12:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი წარმოადგენს.

ალემანებს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ჯილდოებიც უხვად მოუხვეჭიათ, ოღონდ უფრო ადრეულ
წლებში. 1928 წელს ოლიმპიური თამაშები მოიგეს, 1932 და 1936 წლებში ვერცხლის, ხოლო 1984 წელს ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. 21-ე საუკუნის თამაშებიდან 2004 წელს ათენში მე-4 ადგილს დაჰყაბულდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთხელ დაიკავეს მესამე ადგილი (1982), ევროპაზე კი 2 ოქროს (1981, 1989) და 5 ბრინჯაოს მედალი (1926, 1931, 1934, 1938, 1995) მოიპოვეს.

ამ ორი ქვეყნის წყალბურთელთა ნაკრებებს ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ჩვენს ბიჭებს ალემანებთან პაექრობის გამოცდილება აქვთ: 2013 წელს,  ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე თბილისის "ლიგამუსმა" "ვასპო ჰანოვერს" შინ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დაამთავრა, სტუმრად კი დამარცხდა.

შარშან სექტემბერში გერმანიის ჩემპიონი მეორედ გვეწვია ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ტურნირში საასპარეზოდ. ამჯერად "ვასპოს" ჩვენმა "ლოკომოტივმა" ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა - 6:8 წააგო. მეტოქეთა შემადგენლობებში ეროვნული გუნდების წევრთა უმრავლესობა გამოდიოდა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. II ტური
ბელგრადი. 13 იანვარი.
საქართველო-გერმანია (12.30)

საქართველო
ნიკოლოზ შუბლაძე 27.12.1993. "ლოკომოტივი" (თბილისი)
ბექა ქავთარაძე 09.07.1990. "ლოკომოტივი" (თბილისი)
დამირ ცრეპულია 16.01.1984. "გეზირა" (ეგვიპტე)
მარკო ელეზი 09.09.1980. "ტრიესტა" (იტალია)
ანდრია ბითაძე 17.05.1997. "ბარსელონა" (ესპანეთი)
მარკო ელაჩა 15.12.1982. "სპორტმენეჯმენტი" (იტალია)
გიორგი ხვედელიანი 13.04.1988. "თბილისი" (თბილისი)
მიხეილ ბაღათურია 09.05.1987. "თბილისი" (თბილისი)
ზურაბ რურუა 08.06.1987. "ლოკომოტივი" (თბილისი)
კოტე გეგელაშვილი 07.051983. "ლოკომოტივი" (თბილისი)
ხვიჩა ჯახაია 16.09.1996. "ლოკომოტივი" (თბილისი)
რევაზ იმნაიშვილი 09.08.1997. "სეგედ ბეტონი" (უნგრეთი)
ივან სტრუიჩი 13.10.1981. "იადრანი" (ხორვატია)

გერმანია
როჯერ კონგი 22.09.1984. "ვასპო-98" (გერმანია)
ერიკ ბუკოვსკი 18.11.1986. "ვასპო-98" (გერმანია)
ტიმო ვან დერ ბოში 29.11.1993. "ესლინგენი" (გერმანია)
ჯულიან რეალი 22.12.1989. "დუისბურგი" (გერმანია)
ტობიას პრეუსი 03.08.1988. "შპანდაუ-04" (გერმანია)
მაურის იუნგლინგი 06.10.1991. "შპანდაუ-04" (გერმანია)
ჰეიკო ნოსეკი 14.03.1982. "ესლინგენი" (გერმანია)
რაულ შულერი 14.06.1987. "დუისბურგი" (გერმანია)
მარკო სტამი 30.08.1988. "შპანდაუ-04" (გერმანია)
მატეო ქუკი 21.02.1990. "შპანდაუ-04" (გერმანია)
მარინ რესტოვიჩი 22.07.1990. "შპანდაუ-04" (გერმანია)
დენის ეიდნერი 04.08.1989. "დუისბურგი" (გერმანია)
მორიც შენკელი 04.09.1990. "დუისბურგი" (გერმანია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული