საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ დეკემბერს, ოლიმპიკში, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის მესამე ტურის გათამაშებაში რუმინეთს უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური ფრით დასრულდა - 6:6.

მეორე ნახევარში სტუმრებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და მესამე მეოთხედი მათივე გამარჯვებით დასრულდა - 10:8.

სიზუსტემ ქართველებს მეოთხე მეოთხედშიც ბევრჯერ უმტყუნა და ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ჩვენმა ნაკრებმა ვერ შეძლო. საბოლოოდ გამარჯვება რუმინელებს დარჩათ - 13:11.

ამრიგად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის გათამაშებაში მესამე მარცხი განიცადა და სამი ტურის შემდეგ 0 ქულით ჯგუფში ბოლო
პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული