მკვლელობა მასაჩუსეტსში - ბრალდებული ფეხბურთელია

AutoSharing Option
მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ ეტლბოროს პოლიციამ დააპატიმრა ამერიკული ფეხბურთის გუნდის, "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის" მოთამაშე აარონ ერნანდესი. ის მკვლელობაშია დადანაშაულებული.

17 ივნისს მომხდარი მკვლელობის მსხვერპლი გახდა 27 წლის ოდინ ლოიდი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

ლოიდის გვამი დილით მოყვარულმა მორბენალმა ერნანდესის სახლიდან ნახევარი მილის მოშორებით იპოვა.

დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ლოიდი ხვდებოდა ქალს, რომელიც ერნანდესის საცოლის და გახლავთ. გარდა ამისა, იტყობინებიან, რომ ლოიდი მეგობრობდა ბრალდებულთან და სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, მის გარემოცვაში ატარებდა დროს. მომხდარს მკვლელობის კვალიფიკაცია მისცეს.

პოლიციამ
აარონ ერნანდესი დააპატიმრა და მას მკვლელობაში წაუყენა ბრალი. "პეტრიოტსის" ხელმძღვანელობა არ დაელოდა გამოძიების დასრულებას და უკვე დაითხოვა თავისი რიგებიდან ფეხბურთელი.

2010 წელს "ნიუ ინგლენდმა" აარონ ერნანდესი დრაფტის მეოთხე რაუნდში აიყვანა. გასული წლის აგვისტოში ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 16 მილიონი დოლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამერიკული ფეხბურთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული