Fox Sports ამერიკული ფეხბურთის საჩვენებლად მილიარდ დოლარს გადაიხდის

AutoSharing Option
ამერიკული არხი Fox Sports Big 12 Conference-ის კოლეჯების ასოციაციების საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციების 13 წლის განმავლობაში საჩვენებლად 1.1 მილიარდ დოლარს გადაიხდის.

კონტრაქტი ძალაში 2012 წლის მეორე ნახევრიდან შევა. კონტრაქტში მითითებულია, რომ Fox Sports შეუძლია წელიწადში ამერიკული ფეხბურთის არანაკლებ 40 მატჩი აჩვენოს. თავიდან ფეხბურთის ტრანსლაციები Fox Sports-ის რეგიონალური არხებით გადაიცემა. საკაბელო არხის აუდიტორია ამერიკის რეგიონებში 85 მილიონ ოჯახს აჭარბებს.

ადრე Big 12 Conference-მა კონტრაქტი არხებთან ABC და ESPN 2016 წლამდე გააფორმა. გარიგება არხებს 480 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ABC-სა და ESPN-ს შეუძლიათ ტრანსლაციისთვის
თამაშები პირველებმა შეარჩიონ. არხ Fox Sports-ს კი თამაშების არჩევა მხოლოდ მათ შემდეგ შეუძლია.

Big 12 Conference  10 (ასოციაციიდან კოლორადოს და ნებრასკის კოლეჯის გამოსვლის შემდეგ) ამერიკული კოლეჯის სპორტული გაერთიანებაა. 2010 წელს Big 12 Conference  გაუქმების პირას აღმოჩნდა, მაგრამ წარმატებულად გაფორმებულმა კონტრაქტებმა გაერთიანება შეანარჩუნა. ტრანსლაციიდან მიღებული შემოსავლები გუნდებს და Big 12-ის საჭიროებებს მოხმარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული