ამერიკული ფეხბურთი: ო ჯეი სიმპსონი შეიწყალეს

AutoSharing Option
ვადაზე ადრე პირობითი განთავისუფლების კომისიამ ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ლეგენდა და ჰოლივუდის ყოფილი მსახიობი ო ჯეი სიმპსონი შეიწყალა. 70 წლის სიმპსონს პირველ ოქტომბერს გაანთავისუფლებენ.

ო ჯეი ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი იყო. ის გადაღებულია კინოტრილოგიაში "შიშველი პისტოლეტი".

1994 წელს, ფეხბურთელი ეჭვმიტანილი იყო საკუთარი მეუღლის ნიკოლ ბრაუნისა და მისი საყვარლის რონალდ გოლდმანის მკვლელობაში. სიმპსონს სიკვდილით დასჯა ელ
ოდა, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესზე სპორტსმენი უდანაშაულოდ სცნეს.

სამაგიეროდ, 2008 წელს, სიმპსონი დამნაშავედ გამოაცხადეს ლას ვეგასში სპორტული პრიზების მაღაზიის ძარცვაში.

ო ჯეი პისტოლეტით ემუქრებოდა მაღაზიის გამყიდველს. ყოფილმა ფეხბურთელმა 33-წლიანი პატიმრობა მიიღო, მაგრამ, საბოლოოდ, ციხეში 9 წელი გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული