ხელბურთელთა ჩემპიონატი: ჩემპიონი ქულებს არ თმობს

AutoSharing Option
19 დეკემბერს სასპორტო კომპლექს "არენაში" საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი სტუ და ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" დაუპირისპირდნენ. ამ გუნდების პირველი წრის ორთაბრძოლა სტუდენტების გამარჯვებით დასრულდა, ამიტომ გუშინდელ პაექრობაში ზღვისპირელები რევანშის წყურვილით გამოვიდნენ მოედანზე და პირველი წუთებიდანვე შეუტიეს მეტოქის კარს.

ჯერ 6:0, შემდეგ კი 11:6 დაწინაურდნენ, თუმცა თბილისელებმა შესვენებამდე წონასწორობის აღდგენა შეძლეს - 17:17. სტუ-ს მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ბათუმელთა გუნდის ლიდერ უჩა გამზარდიას პერსონალური მეურვე მიუჩინა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი თამაშიდან ისე
გამოთიშეს, რომ 3 გოლი ძლივს გაიტანა.

მეორე ტაიმში ჩემპიონები 21:17 დაწინაურდნენ. იყო მომენტი, როცა სტუმრებს ზედიზედ სამჯერ ჰქონდათ ანგარიშის ერთ ბურთამდე შემცირების შანსი, მაგრამ სამივე ეპიზოდში შვიდმეტრიანები თბილისელთა მეკარე ანდრიაძემ მოიგერია. მატჩი სტუ-ს გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ახლა ვიცე-ჩემპიონს ოთხი ქულით უსწრებს.

19 დეკემბერს ბოლო ტურის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა. ორი მათგანი ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა. თელავმა მოუგო ჭაბუკთა ნაკრებს (24:23) და ცხრილში ორი ადგილით ზემოთ აინაცვლა. "პეგასმა" სამტრედია დაამარცხა - 47:46, რითაც მესამე ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა. "იმედმა" ქუთაისს აჯობა - 39:29.

თბილისი, 2013 წლის 19 დეკემბერი. ეროვნული ჩემპიონატი, II წრის I ტური

სტუ-ბათუმი 42:36
სტუ: ანდრიაძე, ორჯონიკიძე (9), გრიშიკაშვილი (8), სიმონია (7), გოგალაძე (6), ამირანაშვილი (5), გვაზავა (4), სურმავა (3), ბერძენიშვილი, აბრამიშვილი.
ბათუმი: სამყურაშვილი, წივწივაძე (9), ქარდავა (7), ხუნჯუა (6), ყაველაშვილი (5), უ. მაისურაძე (4), გამზარდია (3), ჯორბენაძე (1), ჭელიძე (1), ი. ნარსია.

იმედი-ქუთაისი 39:29
იმედი: მღებრიშვილი, ალანია (9), ჩიკვილაძე (6), ბეჟანიშვილი (5), იობაშვილი (5), გიორგაძე (4), აბაშიძე (3), მძელური (2), თაბაგარი (2), ჩაკვეტაძე (1), კალანდაძე (1), ჯმუხაძე (1), გოთოშია.
ქუთაისი: გულეიშვილი, მათნაძე (12), ახალაძე (7), ტარუაშვილი (3), ჯუღელი (2), მერკვილაძე (2), ძნელაძე (1), ლომიძე (1), ახალბედაშვილი (1).

თელავი-ჭაბუკთა ნაკრები 24:23
თელავი: ა. სამიტაშვილი, კობახიძე (12), გ. სვიმონიშვილი (5), ანდრიაშვილი (4), ი. სამიტაშვილი (1), მღებრიშვილი (1), ჯ. ნიკურაძე (1), იაგორაშვილი, გიგაური, ცისკარიშვილი, ნ. სვიმონიშვილი დიდებაშვილი.
ჭაბუკები: ვათიაშვილი, ხანდოლიშვილი, რუსტამოვი (7), კბილაშვილი (3), ჰუსეინოვი (3), არსენაშვილი (3), გაწერელია (3), დანელიშვილი (2), ბაინაზაშვილი (1), იობაშვილი (1), ბიბილეიშვილი, ნ. მაისურაძე, ფერაძე.

პეგასი-სამტრედია 47:46
პეგასი: ცინცაძე, დ. ნარსია, ოსიყმაშვილი (14), ცხვარაშვილი (11), დიხამინჯია (7), გელაშვილი (7), კოხრეიძე (4), აბჟანდაძე (2), ქუთათელაძე (1), ბაძაღუა (1), დემეტრაშვილი.
სამტრედია: ხონელიძე, კიკნაძე, ხაჟომია (10), ავალიანი (10), წითელიშვილი (9), თევზაძე (8), ხვიჩია (4), ჟვანია (2), ელგანდაშვილი (1), ზურაბიანი (1), გაგლოშვილი (1), ცხვარაძე, ღაღანიძე, ბოცვაძე.
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
სტუ 11 11 0 0 383-254 22
ბათუმი 11 9 0 2 457-344 18
სამტრედია 11 6 0 5 404-387 12
იმედი 11 6 0 5 335-364 12
პეგასი 11 4 2 5 357-380 10
თელავი 11 2 1 8 289-329 5
ქუთაისი 11 2 1 8 311-411 5
ჭაბუკები 11 1 2 8 305-372 4

ბომბარდირები: უჩა გამზარდია (ბათუმი) 95, ირაკლი თევზაძე (სამტრედია) 84, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) - 84, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 84, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 72, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 72, გიორგი იობაშვილი (იმედი) 71, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 68.

საქართველოს ჩემპიონატზე შესვენება გამოცხადდა. ტურნირი 2014 წელს განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული