საუნივერსიტეტო სპორტი: სტუ პირველში პირველია

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ კორდობაში, სადაც ევროპის პირველი საუნივერსიტეტო თამაშები გაიმართა და სპორტის 10 სახეობაში კონტინენტის 2000-მდე სტუდენტი სპორტსმენი იბრძოდა სხვადასხვა სინჯის მედლებისთვის, შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელთა გუნდმა.

ქვეჯგუფში ჩვენმა ბიჭებმა ზედიზედ დაამარცხეს პორტუგალიის მინიოს, პარიზის კრეტეის და ლიტვის უნივერსიტეტის გუნდები, ესპანური "მალაგა" და ჰოლანდიის "ნაიმეგენი". ფინალში კი ხორვატიული ოსიეკის ხელბურთელებს მოუგეს 37:24 და პირველი თამაშების ჩემპიონობა მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული