ხელბურთი.ევროპის ჩემპიონატი: ჩემპიონი გავარდა

AutoSharing Option
სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთი ტური დარჩა მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე, თუმცა ორი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია.

პირველ ჯგუფში მასპინძელმა სერბეთმა გაიფორმა ადგილი საუკეთესო ოთხეულში, ამჯერად კი მეორე ჯგუფიდან წინ ნაბიჯი ესპანეთის ნაკრებმა გადადგა, რომელმაც ევროპის წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - ისლანდია დაამარცხა.

ასევე გაირკვა, რომ ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება - საფრანგეთმა ნახევარფინალში გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა მას შემდეგ, რაც ჩააგდო მეორე ტაიმი ხორვატიასთან და საბოლოოდ, შვიდი ბურთით დამარცხდა. სხვათა შორის ორი წლის წინ, საფრანგეთმა ფინალში სწორედ ხორვატიას მოუგო.

თეორიულად ნახევარფინალში
გასვლის შანსი რჩება სლოვენიას, თუმცა ხორვატთა შანსები უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება.

ყველაფერს გაარკვევს მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური, თუმცა უკვე ცხადია, რომ წინა ჩემპიონატის სამი პრიზიორიდან მაქსიმუმ ერთი მოხვდება ნახევარფინალში - თუ ხორვატია მინიმუმ ფრეს მიაღწევს უნგრეთთან.

II ჯგუფი
ესპანეთი-ისლანდია 31:26
საფრანგეთი-ხორვატია 22:29
უნგრეთი-სლოვენია 30:32

ქ ბ
1. ესპანეთი 7 108-98
2. ხორვატია 6 113-104
3. სლოვენია 4 121-121
4. უნგრეთი 3 101-106
5. ისლანდია 2 114-117
6. საფრანგეთი 2 99-110

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული