დაბრუნება ლიდერობით

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენას" დარბაზში გუშინ საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ლიდერების - სტუ-ს და "თსუ-თბილისის" შეხვედრა. დაძაბული პაექრობა სამი ბურთის უპირატესობით მოიგეს (32:29) ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელებმა, რომლებიც ორწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ ეროვნულ ჩემპიონატს.

დანარჩენი ორი მატჩი კი ასე დამთავრდა: "თსუ-მერანი" - "ქუთაისი" 29:27, აგრარული უნივერსიტეტი - "კახეთი" 26:28, "თსუ-თბილისი" - სტუ 29:32.

ამდენად, პირველი წრის შემდეგ 10 შესაძლებლიდან 10 ქულით სტუ დაწინაურდა. ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება "თსუ-თბილისი", რომელიც მეორეზეა. გათამაშების ცხრილის მე-3
საფეხურზე 6 ქულით "თსუუ-მერანი" დამკვიდრდა. მომდევნო ადგილებზე მოდიან: "ქუთაისი" - 4, "თელავი" - 2, აგრარული უნივერსიტეტი - 0 ქულა. მეორე (თებერვალი-მარტი) და მესამე წრის (აპრილ-მაისი) მატჩები მიმოსვლით გაიმართება, ხოლო მე-4 წრეს (9-13 მაისი) ისევ თბილისი უმასპინძლებს.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული