სტუმარი ჩემპიონს ღირსეულად ეთამაშა

AutoSharing Option
მესამე დღეა, რაც საქართველოს ჩემეპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. გათამაშების ლიდერმა სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა "თბილისმა" რიგით მე-18 გამარჯვება ამჯერად სტუმარ აზერბაიჯანის ნაკრებთან მიითვალა.

გუნდებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ერთმანეთს. მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. შეხვედრის პირველ ნახევარში თბილისელებმა მეტოქე მხოლოდ ერთქულიანი სხვაობით, 17:16 ძლიეს. მეორე ნახევრის პირველ წუთებში აზერბაიჯანის გუნდი ოდნავ მოდუნდა და მეტოქეს საშუალება მისცა, რამდენიმე ქულით დაწინაურებულიყო, თუმცა მატჩის მიწურულს სტუმრებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს. საბოლოოდ კი შეხვედრა აგრარული უნივერსიტეტის გუნდის სასარგებლოდ 35:33 დასრულდა. მატჩის პირველ ნახევარში ტრავმა
მიიღო თბილისელთა მეკარე გიგა კიკნაძემ, რომელსაც ალექსანდრე გონჩაროვი ჩაენაცვლა. გონჩაროვმა შეხვედრის მეორე ნახევარში უხეში შეცდომები დაუშვა.

გუშინდელი დღის მსგავსად, კვლავ ხელი მოეცარა "ბათუმის" გუნდს - ამჯერად "ქუთაისთან" 34:41 დამარცხდა. დღის დასკვნითი შეხვედრა თსუ-სა და "ქარიშხალას" შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 20:43 დასრულდა.

ჩემპიონატის გამოკვეთილი ბომბარდირი 166 გატანილი გოლით "ბათუმის" წევრი გოგიტა ნიკურაძეა.

ჰიკმატ აბდულაევი (აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენთან ჩემპიონატი უკვე დასრულდა. ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატი საკმაოდ პრინციპული ტურნირია. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელბურთის ფედერაციას, რომ მონაწილეობაზე დაგვთანხმდნენ. მიხარია, რომ ჩვენი გუნდი წარმატებით ასპარეზობს, ყოჩაღ ბიჭებს. რაც შეეხება მეტოქე გუნდებს, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ძლიერად ასპარეზობენ და ჩემპიონატიც საინტერესოდ მიმდინარეობს".

რევაზ ჭანტურია (სსაუ/თბილისის მწვრთნელი): "მესამე ტურში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება უკვე შევძელით. გუნდები ძირითადად მეორე და მესამე ადგილების დასაკავებლად იბრძვიან. სასიამოვნოა ისიც, რომ ტურნირმა რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა გამოავლინა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებთან მეკარე დაგვიშავდა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა. იმედს ვიტოვებთ, კუნთი გაწყვეტილი არაა".


თ მ ფ წ ქ
1. სსაუ/თბილისი 18 18 0 0 36
2. ქუთაისი 18 10 0 8 20
3. ქარიშხალა 18 8 0 10 16
4. ბათუმი 18 5 3 9 13
5. თსუ 18 5 2 10 12
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული