"ბათუმი" ჩემპიონს გაუძალიანდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში გუშინ ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა და სამივე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

“ქუთაისმა” თსუ სამი ბურთის სხვაობით, 35:32 დაამარცხა. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის “თბილისს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია “ბათუმმა”, თუმცა მატჩი მაინც ფავორიტის გამარჯვებით დასრულდა - 29-25. ჩემპიონატში უკონკურსოდ მოასპარეზე აზერბაიჯანის ნაკრებმა კი “ქარიშხალას” მინიმალურად, 28:27 სძლია.

მესამე ეტაპის ბოლო მატჩები დღეს 14 საათიდან დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული