მეექვსედ! - საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია

AutoSharing Option
პარიზში გაიმართა კაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ნორვეგიას ხვდებოდა. სკანდინავიური გუნდი პირველად თამაშობდა პლანეტის პირველობის ფინალურ მატჩში, ფრანგებს კი ჰქონდათ შანსი - მეექვსედ მოეპოვებინათ ოქროს მედლები.

პირველ ტაიმში ნორვეგია თითქმის სულ წინ იყო - 14:11, 16:13, მაგრამ ბოლოში ფრანგებმა გაქცევა მოაწყვეს და ტაიმის ბოლო წამზე გატანილი გოლით წინ გასვლაც შეძლეს - 18:17. ამის შემდეგ, სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ და საბოლოოდ, შვიდი ბურთი შეადგინა - 32:26.

ჩემპიონების რიგებში ექვსი გოლით საუკეთესო იყო ნიკოლა კარაბატიჩი, რომელიც
ტურნირის MVP გახდა. საფრანგეთის ნაკრებმა ჩემპიონატზე ცხრიდან ცხრა მატჩი მოიგო, ნორვეგიამ კი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.

როგორც გითხარით, საფრანგეთის ნაკრები მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1995, 2001, 2009, 2011, 2015, 2017). ბოლო ხუთი პირველობიდან ფრანგებმა მხოლოდ ერთი წააგეს - მათი ჰეგემონია 2013 წელს ესპანეთმა დაარღვია.

სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია, შარშან, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა - ფინალში დანიასთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
qar ! ვერ მიხვდი რა სპორტია მართლა, თუ ღადაობ? გვერძე ხტომაა ტო. პრეტენზიას რომ აყენებ, ჯერ წერა-კითხვა რომ ისწავლო? ჰაა?
GELA 2
18:06 02-02-2017
0
რისი ნაკრებია არუნდათქვათ? თუ სურათით უნდა მივხვდეთ რა სპორტია. ასეთი არაკომპეტენტურობა როგორ შეიძლება.
0

სიახლეები პოპულარული