ფრენბურთელ ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობას დღეს შევიტყობთ

AutoSharing Option
ფრენბურთელ ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი საქართველოსა და აზერბაიჯანში გაიმართება. შეჯიბრების დასკვნით რაუნდში 16 გუნდი იასპარეზებს. დღეს, 24 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

B ჯგუფს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოვა, 20-23 სექტემბერს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს დედაქალაქს ეწვია ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ბორიჩიჩი, რომელმაც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ფრენბურთის ფედერაციასთან (პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა) ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა.

ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი და
თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

23 ნოემბერს ბორაჩიჩი ბაქოში გაემგზავრა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ასევე, ამ ქვეყნის ფრენბურთის ფედერაციის მესვეურებს შეხვდა და მათთანაც მსგავსი ხელშეკრულება გააფორმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ