საქა-რთველო მერვედფინალში

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ გშტაადში მიმდინარეობს პლაჟბურთელთა მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი. ქალთა ტურნირში ქართულმა გუნდმა საქა-რთველომ (კრისტინა სანტანა, ანდრეზა ჩაგასი) ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, შემდეგ კი ჯგუფურიც. გუშინ ვწერდით, რომ ჯგუფში მათ პირველი შეხვედრა წააგეს, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად სძლიეს მე-8 ნომრად განთესილ ბრაზილიელებს, მარია კლარასა და კაროლს - 2:1 (11:21, 21:17, 17:15). დაძაბული მატჩი ჩვენებურებმა 53 წუთში მოიგეს. მეორე შეხვედრაში საქა-რთველომ რუსული დუეტი (ბრატკოვა, უკოლოვა) ორ სეტში დაამარცხა - 2:0 (21:17, 22:20).
საქა-რთველო მერვედფინალშია, სადაც ჩინურ დუეტს (ჰუანი, უე) ხვდება. ქართველი ბრაზილიელები
ფავორიტები არიან, რადგან ისინი 24-ე ნომრით არიან განთესილები, ჩინელები კი 30-ე.
გშტაადში დაიწყო ასპარეზობა ვაჟთა გუნდმა გეორ-გიამაც. პირველივე მატჩში ჩვენებმა შეძლეს მე-10 ნომრად განთესილი მასპინძლების (შნაიდერი, გაბატულერი) დამარცხება - 2:0 (21:19, 21:17).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული