რუსეთის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი ოვჩინიკოვი გარდაიცვალა

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი გავრცელდა 29 აგვისტოს რუსულ პრესაში - 44 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი ოვჩინიკოვი.

სპეციალისტი ხორვატიაში გარდაიცვალა, სადაც შეკრებას მართავდა მისი გუნდი - მოსკოვის "დინამო". ამ ტრაგედიის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობი დარჩა.

ოვჩინიკოვი 2011 წლის ოქტომბრიდან ედგა სათავეში რუსეთის ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც იაპონიაში მიმდინარეობდა. ლონდონის თამაშებზე რუსებმა პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონთან - ბრაზილიის ნაკრებთან.

საკლუბო დონეზე ოვჩინიკოვის ყველაზე დიდი მიღწევა იყო რუსეთის
ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოსკოვის "დინამოსთან" ერთად.

P. S. მოგვიანებით გავრცელდა გარდაცვალების ერთ-ერთი ვერსია. რუსეთის მამაკაცთა ნაკრების დამრიგებელმა ვლადიმერ ალეკნომ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ოვჩინიკოვმა თავი მოიკლა ლონდონის ოლიმპიადაზე წარუმატებელი გამოსვლის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული