საქა-რთველომ პლეი ოფში გააღწია

AutoSharing Option
ნორვეგიულ სტავანგერში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქალთა შეჯიბრებაში საქა-რთველომ ჯგუფური ეტაპი გადალახა. ძირითადი ტურნირის მეორე დღეს ჩვენმა ფრენბურთელებმა ორიდან ერთი შეხვედრა მოიგეს. მათ ჯერ მე-5 ნომრად განთესილი ამრიკელები ეკერსი და ტერნერი დაამარცხეს ორ სეტში - 21:18, 21:19. მეორე მატჩში კი 28-ე ნომრად განთესილ ჰოლანდიურ წყვილთან ვესელინკ-მეპელინკთან წააგეს - 1:2 (20:22, 21:16, 12:15). საბოლოოდ საქა-რთველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც შემდეგ ეტაპზე, პლეი ოფში თამაშისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
გუშინ ვაჟთა შეჯიბრებაში ჩაება გეორ-გია. ჩვენებმა, რომლებიც 21-ე ნომრად არიან განთესილი, ორიდან ორივე
შეხვედრა წააგეს. ისინი პირველ მატჩში მე-12 ნომრად განთესილ ამერიკულ წყვილ კინან-ჯენინგზთან დამარცხდნენ - 0:2 (16:21, 19:21). მეორეში კი ვერას გახდნენ მე-5 ნომრად განთესილ ბრაზილიელებთან კუნია-ტიაგოსთან - 0:2 (17:21, 20:22).
დღეს გეორ-გია ბოლო, მესამე შეხვედრას 28-ე  ნომრად განთესლ დანიელებთან ჰოიერ-სოდერბერგთან გამართავს.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული