ტური ჰოლანდიამ დახურა

AutoSharing Option
სეზონი დაასრულეს პლაჟის ფრენბურთში მამაკაცმა ფრენბურთელებმა. მსოფლიოს ტურის ბოლო ეტაპი მაროკოში გაიმართა - ეს ქვეყანა პირველად მასპინძლობდა ასეთი დონის ტურნირს.

ეს იყო მსოფლიოს ტურის რიგით მე-14 ეტაპი და აქამდე გამარჯვებას მხოლოდ ბრაზილიელი ან ამერიკელი ფრენბურთელები აღწევდნენ, ამჯერად კი ეს ტრადიცია დაირღვა, რადგან მაროკოში ფინალური წყვილი ჰოლანდიისა და გერმანიის დუეტებმა შეადგინეს.

ფავორიტად გერმანელები - ჟულიუს ბრინკი და იონას რეკერმანი ითვლებოდნენ. ისინი აქ პირველ ნომრად იყვნენ განთესილები, გარდა ამისა, 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, წელს კი პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. რაც
შეეხება ჰოლანდიურ წყვილს რაინდერ ნუმერდორისა და რიჩარდ შუილის შემადგენლობით, ისინი შორეულ 1997 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულით თუ დაიკვეხნიდნენ.

წინასამატჩო პროგნოზებს ისიც ამყარებდა, რომ გერმანული წყვილი ჰოლანდიურს ურთიერთშეხვედრებში 5:1-ს უგებდა.

მაგრამ ჰოლანდიელებმა ყველანაირი პროგნოზი თავდაყირა დააყენეს. ურთულეს ბრძოლაში 22:20 მოგებული პირველი სეტის შემდეგ, ნუმერდორმა და შუილმა პაუზა აიღეს და მეორე სეტი 16:21 წააგეს, სამაგიეროდ, მესამე სეტში დამაჯერებლად 15:11 გაიმარჯვეს და 2011 წლის მსოფლიო ტური მოულოდნელი გამარჯვებით დახურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული