საქა-რთველო მერვედფინალის შესარჩევში

AutoSharing Option
პეკინში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ ჯგუფური ტურნირის მესამე მატჩში მე-8 ნომრად განთესილ ჩინურ დუეტ ხუე-ჭანკთან წააგო ორ სეტში - 17:21, 12:21.

შედეგად ჩვენმა ფრენბურთელებმა H ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და დღეს მერვედფინალის შესარჩევ მატჩს ითამაშებენ. საქა-რთველოს მეტოქეს წილისყრა გამოავლენს. ჩვენი დუეტი ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული წყვილებიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება. ჯგუფებში გამარჯვებულებმა კი პირდაპირ მერვედფინალში გაიკაფეს გზა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული