საქა-რთველოს ერთი შანსი

AutoSharing Option
პეკინში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქალთა შორის შეჯიბრებაში საქა-რთველო ჯგუფურ ტურნირში ჩება. ჩვენმა ფრენბურთელებმა, რომლებიც 24-ე ნომრად არიან განთესილნი, პირველი მატჩი 25-ე ნომრად განთესილ იტალიურ დუეტ ჯიორია-მომოლისთან წააგეს - 0:2 (22:24, 15:21).

მეორე მატჩში კი შესანიშნავად ითამაშეს და სენსაციასაც ეწივნენ. საქა-რთველომ მე-9 ნომრად განთესილი ჩინური წყვილი ინაგ-იუე დაამარცხა ორ სეტში - 21:17, 21:14.

დღეს, 9 ივნისს ჩვენი ფრენბურთელები ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს გამართავენ მე-8 ნომრად გათესილ მასპინძელთა დუეტ ხუე-ჭაკთან, რომელსაც ორი მატჩიდან ორი მოგება აქვს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქა-რთველომ
მინიმუმ ერთი სეტი უნდა მოიგოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული