საქა-რთველომ კვალიფიკაცია დასძლია, გეორ-გიამ ვერა

AutoSharing Option
პლაჟბურთის მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი, რომელიც რომში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატოს წინ პეკინში ტარდება, ვაჟთა ქართული წყვილისთვის წარუმატებლი გამოდგა. გეორ-გიას ასპარეზობის დაწყება საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწია და, სამწუხაროდ, ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.

პირველ შეხვედრაში ჩვენმა ფრენბურთელებმა სამ სეტში მოუგეს კანადურ დუეტ რიდერ-სხლაკს - 21:13, 16:21, 15:11. მერე კი, კვალიფიკაციის ბოლო მატჩში ნაკლებად ცნობილ ავსტრალიურ დუეტ ბოემი-კაპასთან დამარცხდნენ - 0:2 (17:21, 12:21).

ვაჟებისგან განსხვავებით უკეთ იასპარეზეს ქალებმა. საქა-რთველომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხევდრა გამართეს და ორივე მოიგეს. ჩვენებმა ჯერ კანადელებს მაკტავიშ-როდრიგოს სძლიეს -
2:1 (21:15, 24:26, 15:12), მერე კი ძველი და კარგად ნაცნობი ლატვიური წყვილი მინუსა-ჯურსონე გამოთიშეს გაამაშებას - 2:1 (21:15, 9:21, 15:11).

საქა-რთველო, რომელიც ძირითად ბადეში 24-ე ნომრად განთესეს, დღეს ჯგუფურ ტურნირში ჩაებმება. H ჯგუფში მისი მეტოქეები იქნებიან 25-ე ნომრად განთესილი იტალიური დუეტი გლორია-მომილი, მე-9 ნომერი ჩინელები უანგ-იუე და მათი თანამემამულეები ხუე-ჭანკი, რომლებიც მე-8 ნომრად არიან განთესილნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული