ისევ და ისევ "ჯიკო"

AutoSharing Option
საქართველოს რეგიონებში სპორტის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურისადმი ყურადღების გაძლიერებამ და ახალი კეთილმოწყობილი სპორტული კერების შექმნამ დიდად შეუწყო ხელი სპორტის ცალკეული სახეობის პოპულარიზაციას, რაც თავისთავად მასობრიობისთვის საუკეთესო ფონს ქმნის. სპორტის პოპულარობას და განვითარებას კი ეროვნული ჩემპიონატების რეგიონებში გატანაც აძლევს სტიმულს.

ადრე ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ მარნეული უმასპინძლებდა ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატს. ახლა ეს რეალობაა და ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი) ყველაფერი გააკეთა ქალთა საქართველოს 2010-2011 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მარნეულის ახალ სპორტულ დარბაზში ზეიმად ექცია.

ჩემპიონობისთვის 4 რჩეული გუნდი იბრძოდა _ "თბილისი",
თსუ, "ბათუმი" და დიდი ჯიხაიშის "ჯიკო". ფრენბურთის მოყვარულებმა იციან, რომ ამ ოთხეულიდან ყველაზე გამოცდილი, ტიტულოვანი და მაღალი ოსტატობითაც გამორჩეული ტრადიციულად დიდჯიხაიშელები არიან. ისინი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ნახევარფინალში მისი მეტოქე "ბათუმი" იყო, რომელიც 3:1 დაამარცხა, დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში კი "თბილისს" 3:2 სძლია და კიდევ ერთხელ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი მანამდე "თბილისის" მძლეველ (3:0) თსუ-ს "ჯიკოსთან" დამარცხებული "ბათუმი" დაუპირისპირდა. ბათუმელებმა მატჩი 3:0 მოიგეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

თენგიზ თომაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული