პატარა შუმახერი: ერთი ნაბიჯით ზემოთ!

AutoSharing Option
ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის, ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმხერის ვაჟი - მიკ შუმახერი საჯინიბო Prema Powerteam-ს შეუერთდა, რომელიც ევროპულ ფორმულა 3-ის ჩემპიონატში გამოდის. ამის შესახებ, უმცროსმა შუმახერმა თავად მოუყვა f1i.com-ს.

"ფორმულა 3-ში გადასვლა იდეალური ნაბიჯი იქნება ჩემთვის. მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას. ასევე მოხარული ვარ, რომ Prema-ს გუნდში ვიმყოფები, რადგან ეს პროფესიონალების ჯგუფია. მინდა მათგან ბევრი ახალი გავიგო", - განაცხადა მიკ შუმახერმა.

2016 წლის სეზონში მიკი ასევე Prema-ს მანქანით იტალიისა და გერმანიის ფორმულა 4-ში გამოდიოდა. 17 წლის პილოტმა 10 გამარჯვების
მოპოვება შეძლო.

იმავე f1i.com-თან საუბარში უმცროსმა შუმახერმა აღიარა, რომ მისი მთავარი მიზანი ფორმულა 1-ში ჩემპიონობაა.

"რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანია. თითოეული პილოტი ფიქრობს ამაზე. ამ ნაბიჯს მაშინ გადავდგამ, როცა ვიგრძნობ, რომ მზად ვიქნები", - განაცხადა ფორმულა 1-ში გადასვლის პერსპექტივაზე მიკ შუმახერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული