მოტოგრანპრი: მარკ მარკესი მესამედ გაჩემპიონდა

AutoSharing Option
"ჰონდას" ესპანელმა პილოტმა მარკ მარკესმა სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

გუშინ, მოტოგრანპრის კლასში იაპონიის ეტაპი გაიმართა, რომელიც მარკესმა მოიგო დროით - 42 წუთი და 34.610 წამი. საერთო ჩათვლაში მარკესის მთავარმა კონკურენტებმა - ვალენტინო როსიმ და ხორე ლორენსომ ფინიშამდე ვერ მიაღწიეს, რამაც მარკესს ჩემპიონობა მოუტანა.

იაპონურ ეტაპზე მეორე იყო იტალიელი ანდრეა დოვიციოზო, მესამეზე მივიდა ესპანელი მავერიკ ვინიალესი.

გენერალურ კლასიფიკაციაში მარკესის მონაგარი გახდა 273 ქულა. როსის 196 ქულა აქვს, ლორენსოს - 182.

23 წლის მარკესისთვის ეს არის მესამე
ტიტული კარიერაში, სულ კი მას მოტოგრანპრის კლასში ოთხი სეზონი აქვს ჩატარებული. წლევანდელ სეზონში მან ხუთი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ექვსჯერ ავიდა პოდიუმზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული