ქართული გუნდის, "არტლაინ ტიმ ჯორჯიას" ორმაგი გამარჯვება ფლორიდაში

AutoSharing Option
ქართულმა გუნდმა "არტლაინ ტიმ ჯორჯიამ" და მისმა მფლობელმა შოთა აფხაზავამ ამერიკის ქალაქ სებრინგში (ფლორიდის შტატი) "ლამბორგინის" "ბლანპენ სუპერ ტროფეოს" ევროპული სერიის სეზონის ბოლოს ორმაგი გამარჯვება მოიპოვეს.

აფხაზავა მოყვარულთა კატეგორიაში გახდა სერიის ჩემპიონი. მისი გუნდის ეკიპაჟმა, რომელიც პროფესიონალ-მოყვარულთა კატეგორიაში გამოდის და რომელშიც ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი და რუსი მიხაილ სტეპანოვი ასპარეზობდნენ, მეორე რბოლა აბსოლუტურ ჩათვლაში მოიგო.

პირველი რბოლა ადვილად მოიგო ამ სეზონის ყველაზე გამორჩეულმა პილოტმა, ფინელმა პატრიკ კუიალამ. მეორეში ბოლო წრეზე შლეგელმილხმა ცნობილ ავტომრბოლელებს გაასწრო და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა.

ევროპული სერიის მოყვარულთა კატეგორიაში აფხაზავამ 111 ქულა დააგროვა და 18 ქულით აჯობა უახლოეს მდევარს - შვეიცარიელ მარკ ინაიხენს. "არტლაინ ტიმ ჯორჯიას" შლეგელმილხისა და სტეპანოვის წყვილმა მოყვარულებში 102 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული