ინტრიგა დაბრუნდა

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატზე არაგონის გრანპრი გაიმართა და გაგრძელდა ბრძოლა ტიტულის ორ პრეტენდენტს - ხორხე ლორენსოსა და დანი პედროსას შორის. შაბათს უპირატესობა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა ლორენსომ მოიპოვა - მან პოული მოიგო და 30 სექტემბერს იოლად შეაკავა უკან პედროსა, ბენ სპისმა კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კელ კრატჩლოუს გაუსწრო. პირველი წრე პილოტებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, სპისი, კრატჩლოუ, ბრადლი, დოვიციოზო, ჰეიდენი, რი, ბაუტისტა (ვალენტინო როსი დამუხრუჭებისას შეცდა და პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა).

ლორენსო და პედროსა მაშინვე დაშორდნენ მდევრებს. მეორე წრეზე ავარიაში მოხვდა ჰეიდენი,
რის შემდეგაც ამერიკელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შტეფან ბრადლმა მაღალი ტემპი აკრიფა და მესამე ადგილზე გადავიდა, მაგრამ თავად ვერ გაუძლო თავის სისწრაფეს, შეცდომა დაუშვა და ტრასიდან გადავარდა. პედროსა გამუდმებით ავიწროებდა ლორენსოს და მე-7 წრეზე გადამწყვეტი გასწრება შეასრულა, რამაც განსაზღვრა რბოლის შემდგომი მოვლენები.

ლიდერობის მოპოვების შემდეგ პედროსა უპრობლემოდ გაექცა მთავარ კონკურენტს და ფინიშზე პირველი მივიდა. ლორენსო მეორეზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა ანდრეა დოვიციოზომ კრატჩლოუს მოუგო (სპიკი მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა). როსის იძულებითი პროგრესი მერვე ადგილზე გასვლით დასრულდა, რაც ასეთ სიტუაციაში საუკეთესო შედეგი იყო...

* * *
მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ჰეიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, ნიკის შეუძლია კიდურების მოძრაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხერხემალი წესრიგშია. ასევე, არ არის აღმოჩენილი თავის დაზიანება. თავად პილოტი მთელი ამ დროის განმავლობაში გონებაზე იყო.

არაგონის გრანპრი
1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 23 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +6,472; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +11,047; 4. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +11,184; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +13,786; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +28,166; 7. ჯონათან რი (ბრიტანეთი, "ჰონდა") - +32,290; 8. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +44,432; 9. კარელ აბრაჰამი (ჩეხ, "დუკატი") - +57,417; 10. ალეის ესპარგარო (ესპ, ART) - +58,525...

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 290 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 257; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 186; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 179; 5. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 135; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 128; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 128; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 115; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 93; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 88...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული