ჩემპიონის ბოლო მიზანი

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, "ჰონდას" წევრი კეისი სტოუნერი დარწმუნებულია, რომ შეძლებს ავსტრალიის გრანპრიზე სტარტზე გასვლას. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელმა ერთ-ერთ წინა ეტაპზე მიღებული ტრავმის გამო ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა აღდგენით კურსს გადის.

"ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ამ რბოლის ზედიზედ მეექვსედ მოგება, მაგრამ ასეთი ალბათობა არსებობს. ავსტრალიაში აუცილებლად გავალ ტრასაზე, თუნდაც ჩემი მოტოციკლზე დამაგრება გახდეს საჭირო.

დარჩენილ სეზონში ჩემი მიზანი სწორედ ეს გრანპრია. იმედია, მანამდე შევძლებ დაბრუნებას და ფორმის აღდგენას.

მე შესანიშნავი ქირურგი მყავს. მან კარგი სამუშაო ჩაატარა და ტკივილმა თითქმის
გამიარა. აღდგენითი პროცესი გრაფიკით მიმდინარეობს. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის", - ამბობს სტოუნერი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მიმდინარე ჩემპიონატის მსვლელობისას გამოაცხადა, რომ ეს სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული