თითქმის გარკვეულია მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ რალიში

AutoSharing Option
თითქმის გარკვეულია მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ რალიში. ლეგენდარულმა ფრანგმა რალისტმა სებასტიან ლოებმა, რომელიც "სიტროენის" მანქანით ასპარეზობს, გერმანულ ეტაპზე თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და ის ბოლომდე არავის დაუთმო.

კვირას მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონს აღარ სჭირდებოდა სრული ძალით შეტევა, მაგრამ ფრანგმა მაინც მოიგო ორი სპეცმონაკვეთი და მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მან უახლოეს მდევარს, "ფორდით" მოასპარეზე ფინელ იარი-მატი ლატვალას ზუსტად ორი წუთი მოუგო.

ლოებმა ზედიზედ მეხუთე ეტაპი მოიგო, სულ კი ამ ჩემპიონატში შვიდი გამარჯვება (ცხრა ეტაპიდან) დაუგროვდა. ამის წყალობით, ფრანგი 54 ქულით უსწრებს გენერალურ კლასიფიკაციაში უახლოეს
მდევარს, თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს. შესაბამისად, სებასტიანს სასწაული თუ შეუშლის ხელს კარიერაში ზედიზედ მეცხრე ტიტულის მოპოვებაში.

გერმანიის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:41.52,4; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.00,1; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +2.31,4; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +3.24,4; 5. კრის ატკინსონი (ბრიტანეთი, "მინი") - +9.10,4; 6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - +9.50,8; 7. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "შკოდა") - +12.22,7; 8. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, "სიტროენი") - +12.50,4; 9. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - +13.01,3; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - +14.17,3...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 199 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 145; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 104; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 102; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 87; 6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 55; 7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - 38; 8. ტიერი ნოივილი (ბელგია, “სიტროენი”) - 32; 9. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - 31; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 30...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული