მოტოგრანპრი: ავარიული კვალიფიკაცია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ინდიანაპოლისში გაიმართა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - აშშ-ის გრანპრი. კვალიფიკაცია ერთბაშად სამი სერიოზული ავარიით აღინიშნა.

ტრასის მესამე მოსახვევში სხვადასხვა დროს ავარიაში მოხვდა სამი პილოტი: "ჰონდას" ლიდერი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კეისი სტოუნერი, "იამაჰას" წევრი ბენ სპისი და "დუკატის" პილოტი მისი.

ყველაზე ნაკლებად ბენ სპისი დაზარალდა - ის ერთადერთი იყო ამ სამეულიდან, რომელმაც თავისი ფეხით დატოვა ავარიის ადგილი.

უფრო სერიოზული იყო სტოუნერის ინციდენტის შედეგები. მსოფლიოს ჩემპიონი ფეხებით დაეცა ტრასაზე და ის საკაცით გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. პირველი შემოწმებით, ექიმებს
მარჯვენა ფეხის მოტეხილობაზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ საავადმყოფოში გაირკვა, რომ ავსტრალიელს კოჭის მყესები აქვს გაწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ ავარიის მომენტში სტოუნერს საუკეთესო დრო ჰქონდა დაფიქსირებული, საერთო ჩათვლაში კი "ჰონდას" ლიდერი მესამე ადგილს იკავებს.

ნაკლებად გაუმართლა "დუკატის" წევრს ნიკი ჰეიდენს. დაცემის შემდეგ ამერიკელმა გონება დაკარგა, მაგრამ საბედნიეროდ, მას სერიოზული ტრავმები არ აღმოაჩნდა. თუმცა ექიმებმა მარჯვენა ხელის დაზიანება დაადგინეს, რითაც ჰეიდენის გამოსვლა აშშ-ის გრანპრიზე გამოირიცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული