საზარელი ტრაგედია რალიში: იტალიელი მრბოლელი და მისი ცოლი ავარიაში დაიღუპნენ

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ ლუკას მორიგი, რიგით 47-ე რალი ტრაგედიით დასრულდა. 37 წლის მრბოლელი ვალერიო კატელანი და მისი ცოლი დანიელა ბერტონერი, რომელიც ქმრის შტურმანი იყო, ავარიაში მოხვდნენ და სასიკვდილოდ დაშავდნენ.

წყვილი ავტომობილ "პეჟო-207"-ით ასპარეზობდა. სტარტიდან მალევე ტრასის ვიწრო მოსახვევში დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა საგზაო ბარიერს შეასკდა და დაიწვა.

დასახმარებლად პირველები მაყურებლები, ასევე, შეჯიბრებაში მონაწილე სხვა ეკიპაჟების წარმომადგენლები მივიდნენ, მაგრამ საჭესთან მყოფი მამაკაცისა და ქალის გადარჩენის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა..

მომზადებულია Quotidiano.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული