მოტოგრანპრი: ორბორბლიანებმაც დაიწყეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პარალელურად, დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი მოტოგრანპრიში. პირველ ეტაპს ყატარმა უმასპინძლა, თუმცა, რბოლა იქაურ ავტოდრომზე, შესაძლოა, არც შემგარიყო, რადგან უამინდობამ ძალიან გაამწარა ორგანიზატორები.

თუმცა, კვირას გამარჯვებული მაინც გამოვლინდა. რბოლა 20 წრემდე დაიყვანეს და ყველას აჯობა ესპანელმა დებიუტანტმა მავერიკ ვინიალესმა, რომელიც "იამაჰას" წევრი გახლავთ.

ამ გუნდის კიდევ ერთი პილოტი ვიხილეთ პოდიუმზე - 38 წლის ვალენტინო როსი მესამე ადგილზე გავიდა დაახლოებით ორწამიანი ჩამორჩენით. მეორე იყო "დუკატის" წევრი ანდრეა დოვიციოზო, რომელმაც ვინიალესთან 0.461 წამი წააგო. ლიდერთა სამეულს ძალიან ჩამორჩა და მეოთხე ადგილი დაიკავა
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მარს მარკესმა "ჰონდადან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული