ფორმულა 1: შვილმა მამა ცემა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, ჰოლანდიელი იოს ფერსტაპენის მამამ - ფრენსმა პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც ის საკუთარმა ვაჟმა სცემა, - იტყობინება გაზეთი De Telegraaf.

როგორც გამოცემა წერს, კვირას, უნგრეთის გრანპრის შემდეგ, ფრანსსა და იოსს შორის კამათი წარმოიშვა, რომელიც კონტროლიდან გამოვიდა. უფროსი ფერსტაპენი იმდენად იყო ნაცემი, რომ პოლიციაში მოუწია წასვლა შვილზე საჩივლელად. კონფლიქტი ჰოლანდიის ქალაქ მონფორტში, ფრანკის სახლში მოხდა.

"საქმეს იძიებენ. იოსი ადრეც მოქცეულა ასე და ამიტომაც მომიწია პოლიციაში წასვლა", - განაცხადა ფრანკმა.

შეგახსენებთ, რომ იოს ფერსტაპენის ვაჟი - მაქსი "რედ
ბულის" საპრიზო პილოტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული