ფორმულა 1: რაიკონენი "ფერარიში" დარჩება

AutoSharing Option
ფინელი კიმი რაიკონენის "ფერარიდან" წასვლის შესახებ სპეკულაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. ბევრი სპეციალისტისა და გულშემატკივრის აზრით, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი არ შეესაბამება თანაგუნდელი სებასტიან ფეტელის დონეს და "ფერარის" მოუწევს 2017 წლის სეზონისთვის უფრო ძლიერი პილოტის მოძებნა.

მაგრამ, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ფერარის" ხელმძღვანელობა იქითკენ იხრება, რომ გაახანგრძლივოს ფინელთან ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე. ეს ცნობა "სკუდერიას" ტესტ-პილოტმა მარკ ჟენემაც დაადასტურა.

"დიდი ალბათობით, კიმი გააგრძელებს "ფერარიში" გამოსვლას. ვფიქრობ, სწორედ ასე მოხდება. ნაწილობრივ იმიტომ, რომ საჯინიბოს ხელმძღვანელობა ვერ ხედავს პილოტთა ბაზარზე ალტერნატიულ ვარიანტებს", -
თქვა ჟენემ.

რაიკონენთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ივლისის ბოლოს მიიღებენ.

ამ მომენტისთვის, მიმდინარე სეზონის გენერალურ კლასიფიკაციაში კიმი 96 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული