ფორმულა 1: სატრანსფერო ბაზარი დამშვიდდა

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ, ფინელმა კიმი რაიკონენმა კონტრაქტი გააგრძელა "ფერარისთან", რითაც დაამშვიდა სატრანსფერო ბაზარი. ახლა, თითქმის ზუსტად არის ცნობილი - რომელი პილოტები მიიღებენ 2016 წელს ფორმულა 1-ში მონაწილეობის უფლებას.

"უილიამსი" ახლოს არის იმასთან, რომ შეინარჩუნოს პილოტთა ამჟამინდელი წყვილი - ფელიპე მასა და ვალტერი ბოტასი. იგივე ხდება "რედ ბულსა" და "ტორო როსოში". "რედ ბულში" კმაყოფილნი არიან დანიელ რიკარდოსა და დანიილ კვიატის მუშაობით, "ტორო როსოში" კი გადაწყვეტილი აქვთ კონტრაქტების გახანგრძლივება მაქს ფერსტაპენტთან და კარლოს საინს-უმცროსთან.

"ფორს ინდიას" მფლობელს ვიჯეი მალიას ჯერ არ გამოუცხადებია
პილოტთა სია ახალი სეზონისთვის, მაგრამ ამ დღეებში აღიარა, რომ სიამოვნებით შეინარჩუნებდა ნიკო ჰიულკენბერგსა და სერხიო პერესს. თუმცა გერმანელს აქვს ვარიანტი - კარიერა გააგრძელოს ახალ გუნდში - "ჰაასში".

"ზაუბერმა" უკვე გააგრძელა ხელშეკრულება მაგნუს ერიქსონთან და ფელიპე ნასრთან. ხოლო საჩემპიონო საჯინიბომ "მერსედესმა" ამასწინ, მრავალწლიანი კონტრაქტები გაუფორმა ლუის ჰემილტონსა და ნიკი ჰიულკენბერგს.

კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს "მაკლარენის" მეორე პილოტთან დაკავშირებით. ფერნანდო ალონსო ნამდვილად დარჩება, რაც შეეხება ჯენსონ ბატონს, ბრიტანულ გუნდში ჯერ არ გადაუწყვიტავთ მისი საკითხი. გამორიცხული არ არის, ბრიტანელი რომელიმე ახალგაზრდა პილოტით შეცვალონ.

ცალკე დგას "ლოტუსის" საკითხი, რადგან ჯერ არ არსებობს ინფორმაცია - რა სახით გააგრძელებს ეს გუნდი არსებობას. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები "რენოსთვის" საჯინიბოს მიყიდვაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული