ფორმულა 1: ყველაზე გავლენიანები: პრინცი ალბერი და სხვები

AutoSharing Option
სხვადასხვა გამოცემა რეგულარულად ადგენს იმ გავლენიანი პერსონების პირობით რეიტინგს, რომლებიც ფორმულა 1-ში მოღვაწეობენ.

ბრიტანულმა F1Racing-მა მორიგი ვერსია შეადგინა. საინტერესოა, რომ იმავე გამოცემის 2013 წლის რეიტინგთან შედარებით, ახალ სიაში ზუსტად ნახევარი შემორჩა.

2013 წლის კლასიფიკაციას სათავეში ედგა ბერნი ექლსტოუნი, მაგრამ გახმაურებულმა სასამართლო პროცესებმა შეასუსტა მისი პოზიციები. პირველ საფეხურზე კი გადაინაცვლა დონალდ მაკენზიმ - ფონდ CVC Capital Partners-ის ხელმძღვანელმა, რომელიც ფაქტობრივად ფლობს ფორმულა 1-ს.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დაკარგა რამდენიმე პოზიცა, ხოლო FOM-ის იურისტი და ექლსტოუნის ადვოკატი საშა ვუდვორდ-ჰილი ათეულში შევიდა.

გავლენიანთა TOP20
1. დონალდ მაკენზი - CVC Capital Partners-ის ხელმძღვანელი
2. ბერნი ექლსტოუნი - კომერციული უფლებების მფლობელის წარმომადგენელი
3. სერჯო მარკიონე - Ferrari-ის პრეზიდენტი
4. დიტერ ცეტშე - Daimler AG-ის პრეზიდენტი
5. დიტრიხ მატეშიცი - Red Bull-ს თანამფლობელი

6. საშა ვუდვორდ-ჰილი - ექსლტოუნის ადვოკატი, FOM-ის იურისტი
7. რონ დენისი - McLaren Technology Group-ის ხელმძღვანელი
8. პეტერ ბრაბეკ-ლეტმატი - Delta Topco-ის პრეზიდენტი
9. მაურიციო არივაბენე - Ferrari-ის გუნდის ხელმძღვანელი
10. ჟან ტოდტი - FIA-ის პრეზიდენტი

11. ტოტო ვოლფი - Mercedes Motorsport-ის ხელმძღვანელი
12. მარკო ტრონკეტი - Pirelli-ის აღმასრულებელი დირექტორი
13. კაი-უვე ვიტერშტეინი - Shell
14. კრისტიან ჰორნერი - Red Bull Racing-ის ხელმძღვანელი
15. კარლოს გონი - Renault-ის აღმასრულებელი დირექტორი

16. ჩარლი უაიტინგი - FIA-ის რბოლების დირექტორი
17. ზაკ ბრაუნი - CSM Sport & Entertainment
18. რობერტ ფერნლი - Force India-ს ხელმძღვანელის თანაშემწე
19. ტაკაჰირო ჰაჩიგო - Honda-ის პრეზიდენტი
20. პრინცი ალბერი - მონაკოს თავადი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული