ფორმულა 1. კანადის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპის შემდეგ ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური ფაქტი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 44-ე პოული მოიპოვა და მხოლოდ ერთით ჩამორჩება სებასტიან ფეტელს, რომელიც საერთო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს:
1. მიხაელ შუმახერი - 68
2. აირტონ სენა - 65
3. სებასტიან ფეტელი - 45
4. ლუის ჰემილტონი - 44
5. ჯიმ კლარკი - 33
5. ალენ პროსტი - 33

- ჰემილტონმა ზედიზედ მეთხუთმეტედ მოიპოვა ადგილი სასტარტო ბილიკის პირველ ხაზში, რითაც გაიმეორა ნაიჯელ მენსელის შედეგი და გაუთანაბრდა
მას რეიტინგის მეოთხე ადგილზე.

- როსბერგმა კარიერაში 30-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან, მეოცედ ჰემილტონთან ერთად. ამდენი სტარტი პირველი რიგიდან ფანხიოსა და ფარინას წყვილს ჰქონდა.

- კვალიფიკაციაში მესამე ადგილის დაკავებით, კიმი რაიკონენმა გაიმეორა საუკეთესო შედეგი კანადის ტრასაზე, რომელიც 2006 და 2008 წლებში მოიპოვა. ფინელი ზედიზედ 90 ეტაპია ვერ ახერხებს პოულის მოპოვებას. ბოლოს მან კვალიფიკაცია 2008 წელს საფრანგეთში მოიგო. კიმიმ პირველად გაუსწრო საკვალიფიკაციოში ფეტელს მას შემდეგ, რაც ფინელი და გერმანელი თანაგუნდელები გახდნენ.

- პირველად გერმანიის შარშანდელი გრანპრის შემდეგ, "ფორს ინდიას" ორივე პილოტი მოხვდა კვალიფიკაციის ფინალში.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 37-ე გამარჯვება მოიპოვა და 77-ედ ავიდა პოდიუმზე. მან ზედიზედ მე-14 რბოლაში მოახერხა პირველ სამეულში შესვლა.

1. მიხაელ შუმახერი - 91
2. ალენ პროსტი - 51
3. აირტონ სენა - 41
4. სებასტიან ფეტელი - 40
5. ლუის ჰემილტონი - 37

- საინტერესოა, რომ "მერსედესისთვის" ეს იყო 77-ე პოდიუმი ისტორიაში. ყველაზე მეტი პოდიუმი "ფერარის" აქვს - 686.

- ჰემილტონი კარიერის განმავლობაში რბოლაში 2143 წრის განმავლობაში ლიდერობდა. კანადის გრანპრის შემდეგ მან ამ მაჩვენებლით მენსელს გაუსწრო (2089 წრე) და საერთო რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა.

- ნიკო როსბერგი 33-ედ ავიდა პოდიუმზე. ასეთივე შედეგი აქვთ ჯოდი შექტერსა და დენი ჰულმს.

- ჰემილტონმა და როსბერგმა "მერსედესს" მე-15 დუბლი მოუტანეს. ეს ერთით ნაკლებია "რედ ბულში" ფეტელისა და უებერის დუბლებზე. სულ "მერსედესს" ისტორიაში 20 დუბლი დაუგროვდა.

- ბოლო შვიდ რბოლაში "მერსედესის" ორივე პილოტი ავიდა პოდიუმზე - მსგავსი სერია მხოლოდ "ფერარის" ჰქონდა 1952-53 წლებში, მაგრამ მაშინ გუნდებს ტრასაზე ორზე მეტი მანქანა გაჰყავდათ.

- ვალტერი ბოტასი გახდა პირველი პილოტი არა "ფერარიდან" ან "მერსედესიდან", რომელიც წელს პოდიუმზე ავიდა. ეს პირველი პოდიუმია "უილიამსისთვის" კანადაში 2007 წლის შემდეგ, როცა ალექს ვიურცმა დაიკავა მესამე ადგილი.

- მიუხედავად იმისა, რომ მე-18 პოზიციიდან აიღო სტარტი, სებასტიან ფეტელმა გააგრძელა თავისი ორი სერია - ის ყოველთვის ხვდება კანადაში ქულათა ზონაში და ყოველთვის პირველ ხუთეულში შედის "ფერარიში" გადასვლის შემდეგ.

- მეშვიდე ადგილზე გასვლით, პასტორ მალდონადომ სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. გარდა ამისა, ეს პირველი რბოლაა წელს, როცა ვენესუელელს კონტაქტი არ ჰქონდა სხვა გუნდის მანქანებთან.

- პირველად 2013 წლის ინდოეთის გრანპრის შემდეგ, "ლოტუსის" ორივე პილოტმა მოიპოვა ქულები.

- კანადის გრანპრის შარშანდელმა გამარჯვებულმა დანიელ რიკარდომ მე-13 ადგილი დაიკავა და ერთი წრით ჩამორჩა გამარჯვებულს. ეს მისი უარესი შედეგია "რედ ბულში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული