ფორმულა 1. მონაკოს გრან-პრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
ჩემპიონატის მეექვსე ეტაპის შემდეგ ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატსიტიკური ფაქტი მოგვაწოდა...

კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონმა პირველი პოული მოიპოვა მონაკოში. კარიერაში მას 21 ტრასაზე აქვს მოგებული კვალიფიკაცია. რეკორდსმენი ალენ პროსტია - პოული 22 ტრასაზე. იმის გათვალისწინებით, რომ წელს კალენდარში დაბრუნდება რბოლა მექსიკაში, მომავალ წელს - სადებიუტო ეტაპი გაიმართება ბაქოში, ლუისს აქვს ამ რეიტინგის ლიდერობის შანსი.
- ჰემილტონმა ზედიზედ მეთოთხმეტედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან - ეს მეხუთე სერიაა ხანგრძლივობის მიხედვით.

- "მერსედესის" ძრავა პირველია ისტორიაში, რომელითაც ზედიზედ 25 პოული მოიპოვეს.
წინა რეკორდი ეკუთვნოდა "რენოს" ძრავებს - 24 პოული (1992-93).

- კვალიფიკაციაში სებასტიან ფეტელის მესამე ადგილი "ფერარის" საუკეთესო შედეგია მონაკოში 2009 წლის შემდეგ, როცა კიმი რაიკონენმა მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი.

რბოლა
- ნიკო როსბერგმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა მონაკოში და ამით გაუთანაბრდა ლეგენდარულ გრემ ჰილსა (1963-65) და ალენ პროსტს (1984-86). აირტონ სენას ზედიზედ ხუთი მოგება ჰქონდა მონტე კარლოში (1989-93).

- ნიკო როსბერგმა კარიერაში მეათე გამარჯვება მოიპოვა და დაეწია ჯეიმს ჰანტს, რონი პეტერსონს, ჯოდი შექტერსა და გერჰარდ ბერგერს. ნიკომ კარიერაში პირველად მოიგო ზედიზედ ორი რბოლა. მონაკოში მან კარიერაში 32-ედ მოიპოვა ადგილი პოდიუმზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ჯიმ კლარკს, ჟაკ ლაფიტსა და ჟან ალეზის.

- "მერსედესი" პირველი გუნდი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ექვს რბოლაში ორივე პილოტი აიყვანა პოდიუმზე. ერთადერთი უფრო გრძელი სერია "ფერარის" ეკუთვნის, მაგრამ ეს 50-იან წლებში იყო.

- მონაკოში "მერსედესის" პილოტები ზედიზედ 25-ედ ავიდნენ პოდიუმზე.

- ლუის ჰემილტონი ლიდერობდა ზედიზედ მე-15 რბოლაში, რითაც გაიმეორა ხანგრძლივობით მეორე სერია, რომელიც მიხაელ შუმახერს ეკუთვნის - 2004 წელს ავსტრალიიდან და იტალიამდე. თუ ლუისი ლიდერი იქნება ორ შემდეგ გრანპრიზე, გაიმეორებს ჯეკი სტიუარტის სარეკორდო სერიას (აშშ'68 - ბელგია'70).

- დანიელ რიკარდომ კარიერაში მეორედ დააფიქსირა რბოლაში საუკეთესო წრე. პირველი იყო 2014 წელს აბუ დაბიში.

- ჯენსონ ბატონმა პირველი ქულები მოიპოვა ამ სეზონში. "მაკლარენმა" შეწყვიტა უქულო რბოლების სერია, რომელიც უფრო მოკლე აღმოჩნდა გუნდის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელ სერიაზე, რომელიც ექვს რბოლას უდრიდა - 1971 წელს ჰოლანდიიდან იტალიის გრანპრიდან.

- ფელიპე მასამ შეწყვიტა რვარბოლიანი სერია, რომლის დროსაც ქულებს იღებდა. ასევე შეწყდა "უილიამსის" 24-რბოლიანი ქულებიანი სერია.

- პასტორ მალდონადომ ისევ ვერ დაასრულა რბოლა მონაკოში - მას ხუთიდან არც ერთხელ არ მიუღწევია ფინიშამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული