ფორმულა 1: კიმს ვალი გაუსტუმრეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდმა "ლოტუსმა" თავისი ყოფილი პილოტის, ფინელი კიმი რაიკონენის ყველა დავალიანება დაფარა.

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მის მიმართ დავალიანებაზე ლაპარაკი 2013 წლის სეზონის მსვლელობისას დაიწყო და გამოტოვა ჩემპიონატის ბოლო ორი ეტაპი, თუმცა მისი უარის ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. "ლოტუსის" ხელმძღვანელობა არ მალავდა, რომ კიმის ვალი დარჩა, როცა პილოტი "ფერარიში" გადავიდა, თუმცა ახლა გუნდმა სრულად გადაუხადა სკანდინავიელს.

"შარშანდელ წელთან შედარებით, კრედიტორებთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით გამოსწორდა. მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კიმი რაიკონენის მიმართ დავალიანება, მაგრამ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია", - განაცხადა "ლოტუსის"
მმართველმა მეტიუ კარტერმა.

გამოცემა Motorsport-Total-ის ინფორმაციით, "ლოტუსს" რაიკონენის 35 მილიონი დოლარი მართებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული