ფორმულა 1: ბრიტანეთის გრანპრი ლონდონში?

AutoSharing Option
2020 წლიდან მოყოლებული, ბრიტანეთის გრანპრი, შესაძლოა, არა სილვერსტოუნში, არამედ ლონდონის ქუჩებში ჩატარდეს.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, სილვერსტოუნის ტრასის მფლობელებმა გაააქტიურეს ფორმულა 1-თან ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევთ ამ ტრასაზე 2020 წლიდან შეაჩერონ ეტაპების ჩატარება. ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმ ფინანსური დანაკარგით, რომელსაც კომპანია რბოლების ჩატარებით განიცდის.

"სილვერსტოუნში შესანიშნავი ტრასაა. ყოველ წელს პილოტებსა და გუნდებს მოსწონთ აქ დაბრუნება. მაგრამ, ამასწინდელი მოვლენები ამტკიცებს, რომ რბოლები შეიძლება ლონდონის ქუჩებშიც გაიმართოს.

სილვერსტოუნმა კი მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს იმას, როგორ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ახლა,
ავტოდრომი რისკავს, რომ კალენდრის მიღმა დარჩეს. მე ვერ ვიჯერებ, რომ მფლობელებმა გაააქტიურეს ეს პუნქტი ხელშეკრულებაში. მათ ხომ ყოველთვის იცოდნენ კონტრაქტის პირობები. მაშინ რატომ გააფორმეს ის ასეთ პირობებზე?" - აცხადებს "რედ ბულის" ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული