ფორმულა 1. კანადის გრანპრის წინ: ამჯერად, ჰემილტონის ტერიტორიაზე

AutoSharing Option
მონრეალის ავტოდრომზე საოცრად ერწყმიან ერთმანეთს ჩქაროსნული სწორი მონაკვეთები და ნელი მოსახვევები, რასაც თან ერთვის ბეტონის კედლები. მსგავსი უჩვეულო შეხამება ყოველთვის საინტერესო რბოლების საწინდარია.

მონაკოსგან განსხვავებით, მონრეალში გასწრება სავსებით რეალურია, მაგრამ შეცდომები ძვირად ფასობს. კანადის გრანპრის დროს უსაფრთხოების მანქანის გამოჩენის ალბათობა - დაახლოებით 80 პროცენტია.

* * *
ჩემპიონატში ძალიან საინტერესო სიტუაციაა შექმნილი. ბოლო ოთხ რბოლაში, ლუის ჰემილტონმა მხოლოდ ერთხელ შეძლო უფრო მეტი ქულის მოგროვება, ვიდრე სებასტიან ფეტელმა - დანარჩენ შემთხვევებში, გერმანელი ყოველთვის ბრიტანელზე წინ იყო.

მონაკოში ფეტელმა სერიოზული დარტყმა მიაყენა
ჰემილტონის ამბიციებს, როცა ერთბაშად 18 ქულა მოუგო მას და, ახლა, მათ შორის სხვაობა გენერალურ კლასიფიკაციაში 25 ქულას შეადგენს. ასე რომ, კანადის გრანპრის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ფეტელი მონრეალს ჩემპიონატის ლიდერის რანგში დატოვებს.

ამავდროულად, მონაკოში ჩვენ დავინახეთ კიმი რაიკონენის ამბიციები- ფინელი ძალიან განაწყენებული იყო იმით, რომ ვერ შეძლო მოგება, ამასთან, კანადაში ის ყოველთვის ძალიან სწრაფია. თუმცა, მონრეალის ტრასის ნამდვილი მეფე - ლუის ჰემილტონი გახლავთ. მას ამ ტრასაზე ხუთჯერ გაუმარჯვია და მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჩამორჩება. ხანდახან, ლუისი კანადაში, უბრალოდ, მიუღწეველი იყო მეტოქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახლაც ასე მოხდეს.

რაც შეეხება ამინდს, რბოლის დღეს, სინოპტიკოსები პერიოდულად თავსხმა წვიმას ვარაუდობენ, ამიტომაც, პილოტებს, შესაძლოა, რთულ პირობებში მოუწიოთ გამოსვლა.

კანადის გრანპრი
მონრეალი
სიგრძე: 4 361 მ.
წრეების რაოდენობა (დისტანცია): 70 (305.270 კმ)
საბურავები: სოფტი, სუპერსოფტი, ულტრასოფტი
მოსახვევი: 12
საწვავის ხარჯი: 1,8 კგ წრეზე
მაქსიმალური სიჩქარე: 335 კმ/სთ
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი (რბოლა): 1:15,599 (როსბერგი, "მერსედესი", 2016 წელი)
ტრასის რეკორდი (კვალიფიკაცია): 1:12,812 (ჰემილტონი, "მერსედესი", 2016 წელი)
რეკორდსმენი მოგებების რაოდენობით: მიხაელ შუმახერი - 8

ბოლო 5 გამარჯვებული
2016 - ლუის ჰემილტონი (მერსედესი)
2015 - ლუის ჰემილტონი (მერსედესი)
2014 - დანიელ რიკარდო (რედ ბული)
2013 - სებასტიან ფეტელი (რედ ბული)
2012 - ლუის ჰემილტონი (მაკლარენი)

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 129 (3 მოგება)
2. ლუის ჰემილტონი - 104 (2)
3. ვალტერი ბოტასი - 75 (1)
4. კიმი რაიკონენი - 67
5. დანიელ რიკარდო - 52
6. მაქს ფერსტაპენი - 45
7. სერხიო პერესი - 34
8. კარლოს საინსი - 25
9. ფელიპე მასა - 20
10. ესტებან ოკონი - 19
11. ნიკო ჰიულკენბერგი - 14
12. რომენ გროსჟანი - 9
13. კევინ მაგნუსენი - 5
14. პასკალ ვერლაინი - 4
14. დანიილ კვიატი - 4

უქმეების განრიგი
9 ივნისი, პარასკევი
18:00 - I პრაქტიკა
22:00 - II პრაქტიკა
10 ივნისი, შაბათი
18:00 - III პრაქტიკა
21:00 - კვალიფიკაცია
11 ივნისი, კვირა
22:00 - III პრაქტიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული