ფორმულა 1: 900 ათასი ან შვილების მკვლელობა

AutoSharing Option
2016 წლის იანვარში, შანტაჟისტი 900 ათას ევროს ძალავდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მეუღლეს. პირობის არშესრულების შემთხვევაში, შუმახერების ორი შვილის მოკვლით იმუქრებოდნენ.

წყაროს ცნობით, ბოროტმოქმედმა შეტყობინება გაგზავნა კორინა შუმახერის ელექტრონულ მისამართზე, რომელშიც შემდეგი ეწერა: "თუ ფულს არ მივიღებთ 2016 წლის 31 მარტამდე, თქვენი შვილები მკვდრები იქნებიან". აღვნიშნავთ, რომ მიხაელსა და კორინას ორი შვილი ჰყავთ - ვაჟი მიკი, რომელიც ფორმულა 4-ში გამოდის და ქალიშვილი ჯინა-მარია.

კორინა შუმახერმა პოლიციას მიმართა. დამნაშავე გამოავლინეს საბანკო ანგარიშის ნომრით, რომელიც მან ელექტრონულ ფოსტაზე დატოვა. სასამართლოზე 25
წლის დამნაშავემ აღიარა ჩადენილი და მას 21-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, აგრეთვე უნდა გადაიხადოს ჯარიმა 4500 ევროს ოდენობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული