ფორმულა 1: 50 ათასი ტყუილისთვის

AutoSharing Option
ჰამბურგის სასამართლომ გერმანულ ჟურნალ Blute-ს ლეგენდარული პილოტის მიხაელ შუმახერის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა - სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო.

2015 წლის დეკემბერში, Blute-ის პირველ გვერდზე გაჩნდა სტატია სათაურით - "საშობაო სასწაულზე უფრო მეტი - მიხაელ შუმახერს სიარული შეუძლია".

ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ სანდო წყარომ პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში პროგრესის შესახებ შეატყობინა. მათი თქმით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს შეუძლია ექიმების დახმარებით გადაადგილება.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ შუმახერი სავარძელში ზის. ის ცნობს ნათესავებს, მაგრამ არ ლაპარაკობს, რადგან სახის
კუნთები ატროფირებული აქვს. გერმანელმა თავის ქალის ტრავმა 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული